(ACCnews) “საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების შემოსვლისთვის მუშაობით შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხარდაჭერის მაგალითია და აჭარაში ყველაზე მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ტერმინალში ვიზიტისას აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, როგორ უკვალავს მსგავსი ინვესტიციები გზას სხვა ამერიკულ ბიზნესებს, რომ დაინტერესდნენ ქართული ბაზრით და გამოიყენონ მისი სატრანსპორტო, ლოგისტიკური და კომერციული ჰაბის პოტენციალი.