Thursday, February 2, 2023

ინიციატივა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერებაზე

მთავარი
(ACCnews) საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობის შუალედური შეფასების მიზნით საქართველოში აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი ედვარდ ვონი ჩამოვიდა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო.
შეხვედრაზე ამერიკული მხარე წარმოდგენილი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის, პენტაგონის და საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს გვერდი ავრცელებს.
მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ვიდეოკონფერენციის საშუალებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი ჩაერთო. მან თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობას დადებითი შეფასება მისცა და მის იმპლემენტაციაში მონაწილე მხარეებს წარმატება უსურვა.
მან აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებული ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მდგრადობას განამტკიცებს, სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება. საუბარი ასევე შეეხო ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების კონკრეტულ ნაბიჯებს, აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებს, ამ პროცესში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და მხარდაჭერას.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოსებ ბილბო, დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
მეტი:   "უკრაინის ანექსია იქნება გაეროს წესდების უხეში დარღვევა და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის დარჩეს დაუსჯელი" - ჯო კირბი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img