(ACCnews) “ციფრულ ერაში ინფორმაციის მიღებისას დაფიქრება გვმართებს. ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის, რომლებიც დაბნეულობისა და უნდობლობის დათესვას ცდილობენ”,- ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც მათ ოფიციალურ გვერდზე დევს.
წალენჯიხაში, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა და მათგან მედია წიგნიერების უახლესი ტრენდების შესახებ მოისმინა.
“საელჩოს მრავალი წლის პარტნიორ მედია განვითარების ფონდთან ერთად საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს მედია წიგნიერებით ვაძლიერებთ” – ნათქვამია განცხადებაში.