ქართველი სამართალდამცავებისა და პირველადი რეაგირების სპეციალისტთა ფასდაუდებელი საქმიანობისთვის მადლიერების გამოსახატავად მათ საელჩოში ვუმასპინძლეთ. ერთობლივ ღონისძიებას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ და უსაფრთხოების შესახებ საბაზისო ცოდნა პირველწყაროსგან მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობრებთან და 30-წლიან პარტნიორებთან ერთად მათ აღნიშნეს სამართალდამცველებისა და მაშველთათვის მიძღვნილი დღე.
“გვსურს, ბავშვებთან ერთად მსგავსი ღონისძიება ტრადიციად ვაქციოთ და მოუთმენლად ველით მომავალ წელს” – ვკითხულობთ საელჩოს გვერდზე.