“შობის დღესასწაული ახლოვდება და განსაკუთრებით ვფიქრობთ უკრაინელ ბავშვებსა და ოჯახებზე, რომლებიც რუსეთის სასტიკ, გაუმართლებელ ომს გამოექცნენ და საქართველოში აფარებენ თავს. გასული წლის განმავლობაში ამერიკის საელჩო შევუერთდით ქართველი ხალხის თანადგომას, რომელიც დღემდე აქტიურად გრძელდება და სამოქალაქო საზოგადოების თაოსნობით უკრაინელ დევნილთა დახმარების არაერთ პროექტს დავუჭირეთ მხარი”, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ გვერდზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ასეთი პროექტი უკრაინელი და ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი სონიაშნიკია, რომელმაც დღემდე 150-ზე მეტი ბავშვი საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართო. 2023 წლის განმავლობაში უფასო ინგლისურისა და ზუსტი მეცნიერებების კლასები გაგრძელდება და მათ მედიაწიგნიერებისა და გოგოების გაძლიერების პროექტები დაემატება.