()”სიხარულით ვაცხადებთ ჩვენი კონკურსის
#ამერიკასაქართველო30 გამარჯვებულებს – მარი მაჭარაშვილი, ანანო ჭალაძე და ნანა თოშხუა – რომლებმაც მოხიბლეს ჩვენი ჟიურის წევრები
აშშ-საქართველოს 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობისადმი მიძღვნილი Facebook პოსტებით” – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ გვერდზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს და სრულიად საქართველოს ახალ წელს ულოცავს.
“ამერიკის საელჩოს ოჯახი სრულიად საქართველოს ულოცავს შობა-ახალ წელს და უსურვებს ყოველივე საუკეთესოს” – ვკითხულობთ გვერდზე.
აშშ-ის საელჩო: “მარის, ანანოს და ნანას შექმნილი პორტრეტები ასახავს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ქართველებისა და ამერიკელების ერთობლივ საქმიანობას თბილისსა თუ იმერეთის პატარა ქალაქებში საქართველოს დასახმარებლად დემოკრატიის განმტკიცების, ეკონომიკის განვითარებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად. მოუთმენლად ველით მომდევნო 30 წლის თანამშრომლობას, პარტნიორობასა და ეკონომიკურ ზრდას. მარი, ანანო, ნანა: აბა ახალ წლამდე. ყოჩაღ საინტერესო ნამუშევრებისთვის!