“ჩვენი გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისგან ყოველთვის ველით, რომ მიღებულ ცოდნას თავისი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებენ. ხანდახან ისეც ხდება, რომ ამ ცოდნის გაზიარება ჩვენი კურსდამთავრებულის მოწოდებად იქცევა”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ფილოლოგიის დოქტორმა და ინგლისური ენის მასწავლებელმა თიკო ვარდიძემ პირველად 2013 წელს მიიღო პროგრამაში მონაწილეობა და მას შემდეგ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებს გზას უკვალავს, რომ მსგავსი შესაძლებლობა მათაც მიეცეთ.