“საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის, მაიამის სახალხო დამცველის ოფისის დახმარებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის სამართლის 50 ადვოკატი გადავამზადეთ შესავალი და დასვნითი სიტყვის, ჯვარედინი დაკითხვის ტექნიკაში, მოწმის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებასა და ნაფიც მსაჯულთა შერჩევაში”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, ისინი მომავალი წლიდან მოუთმენლად ელიან სისხლის სამართლის ადვოკატთა შესაძლებლობების განვითარების გაგრძელებას, რათა მათ უზრუნველყონ ბრალდებულებისთვის უფრო ძლიერი დაცვა, ეს კი ხელს შეუწყობს ქართველებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და კანონის უზენაესობის შენარჩუნებას.