“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპორტის გლობალური მენტორობის პროგრამას წელს ქართველი მონაწილეც ჰყავს! ვულოცავთ ქეთი ზაზანაშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ქეთის მენტორობას მსოფლიოში სპორტული სასმელის უმსხვილესი ამერიკული ბრენდი, Gatorade-ი გაუწევს.
“დარწმუნებული ვართ, რომ მიღებული გამოცდილებით ქეთი კიდევ უფრო გააფართოვებს მის შთამბეჭდავ საქმიანობას საქართველოში პარაცეკვისა და ინკლუზიური ხელოვნების განსავითარებლად”, – ვკითხულობთ გვერდზე.