(ACCnews) “პუტინის განკარგულება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა და“, – განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა.
„არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ რუსეთი მიმართავს “სასოწარკვეთილ ტაქტიკას” ამ ტერიტორიებზე კონტროლის განსახორციელებლად“, – თქვა პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
პატელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ან აკეთებს კრემლი, და რის დამტკიცებას ცდილობენ ქაღალდზე ან სხვაგვარად, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა“.
„მათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. მათ არ აქვთ იურისდიქცია ამ ტერიტორიებზე. ეს არის უკრაინის მიწა და რუსეთმა უხეშად დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე დაარღვია გაეროს წესდება თავისი უკანონო ქმედებებით“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.