Saturday, September 23, 2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის 88 მილიონია გათვალისწინებული

მთავარი

(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის 88 მილიონი ამერიკული დოლარია გათვალისწინებული. შესაბამის დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. 

ბიუჯეტის პროექტის მოცულობა სულ 60,4 მილიარდი დოლარია, რაც 2022 წლის ბიუჯეტი პროექტს 1,9 მილიარდი დოლარით აღემატება. დოკუმენტი უკრაინისთვის რუსეთის წინასწარ განზრახული და გაუმართლებელი ინტერვენციის ფონზე, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის 1,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

მეტი:   "საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე" - კელი დეგნანი

როგორც დოკუმენტის დასაბუთების ნაწილშია ნათქვამი, აშშ-ს დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ განვითარებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციას, ისევე როგორც წინააღმდეგობის გაწევის მდგრადობის გაზრდას კრემლის მავნე გავლენის მიმართ.

დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებას და კანონის უზენაესობას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის; გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების პროცესის ძალისხმევას, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

მეტი:   “რუკა თან გქონდათ, როდესაც ამას დაეთანხმეთ?”

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ეკონომიკური ნაწილის ხელშეწყობაზე კერძოდ:

ენერგოუსაფრთხოების გაზრდა და სუფთა ენერგიის განვითარებაზე; ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელი რეფორმების ხელშეწყობასა და დივერსიფიცირებაზე; ციფრულობის განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების და მდგრადობის გაძლიერებაზე; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაფართოებასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე; უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

მეტი:   აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას - ჯო ბაიდენი

“გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე რუსული მავნე გავლენისადმი მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობების გაძლიერებასა და ინტეგრაციას”, – აღნიშნულია პროექტში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img