Wednesday, June 7, 2023

“ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება იწვევს შეშფოთებას და აჩენს დამატებით კითხვებს” – კელი დეგნანი სააკაშვილის პროცესის გადადებაზე

მთავარი

(ACCnews) “ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება იწვევს შეშფოთებას და აჩენს დამატებით კითხვებს,” – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, რითაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებას გამოეხმაურა.

აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ შტატები ყოფილი პრეზიდენტის საქმეს ყურადღებით აკვირდება.

მეტი:   "არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინი ურალის ბინკერში იმალება" - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

“ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასეთ მოცემულობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის კეთილდღეობას. აქამდეც აღვნიშნავდით და ახლაც აღვნიშნავთ, მთავრობის პასუხისმგებლობაა რომ მან მიიღოს შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის. ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება იწვევს შეშფოთებას და აჩენს დამატებით კითხვებს,” – განაცხადა დეგნანმა.

მეტი:   ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს - “ეს არ შეეფერება საქართველოს, ეს უნდა შეწყდეს, გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება”

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო.

მეტი:   მექსიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

“21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს,” – განმარტა მოსამართლემ.

ინფორმაციისთვის, 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.

მიხეილ სააკაშვილმა დღესვე, შიმშილობა დაიწყო.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img