ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაობლებული ბავშვები ამიერიდან სახლის ტიპის გარემოში იცხოვრებენ და უკეთეს სამედიცინო მზრუნველობას მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ობოლ ბავშვთა თავშესაფრების დეცენტრალიზაციის ძალისხმევაში საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად, შეერთებული შტატების ელჩის დეგნანის მონაწილეობით, ახალი აშენებული შენობები ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. ბავშვთა სახლის მშენებლობა-მოწყობისთვის
აშშ-ის არმიის ევროპულმა სარდლობამ 2.2 მილიონამდე ლარი დახარჯა.