(ACCnews) ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველებს, ფრენამდე Covid-19-ის უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ.
მოთხოვნა ჩინეთში კოვიდით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებით არის განპირობებული.
ჩინეთიდან აშშ-ში გამგზავრების მსურველებმა ტესტი ფრენამდე მაქსიმუმ ორი დღით ადრე უნდა აიღონ. ტესტი შეიძლება იყოს როგორც PCR, ასევე სწრაფი. მგზავრებმა ნეგატიური პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომამდე უნდა წარადგინონ.
მოთხოვნა გავრცელდება მგზავრებზე, რომლებიც აშშ-ში პირდაპირ ჩინეთიდან, ჰონგ -კონგიდან და მაკაოდან მიფრინავენ.
მგზავრებს, რომლებსაც კოვიდინფექცია ფრენამდე 10 დღით ადრე დაუდასტურდებათ, შეუძლიათ წარადგინონ გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი, ტესტის უარყოფითი პასუხის ნაცვლად.
ცვლილება ძალაში 5 იანვრიდან შევა.