(ACCnews) “ამ წელს მრავალ ქართველს, რომლებმაც ომის სიძნელეები, სახლ-კარისა და კეთილდღეობის დაკარგვა გამოიარა, იარები გაეხსნა, მაგრამ ტრაგედიამ, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს მოჰყვა, ამასთანავე, გვაჩვენა უსაზღვრო სულგრძელობა, როდესაც მილიონობით ადამიანმა, მათ შორის ქართველებმა, თავიანთი სახლის კარი უკრაინელ ლტოლვილებს გაუღეს”. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს გვერდი ავრცელებს.
საელჩოს გვერდის ინფორმაციით, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ისინი უპრეცედენტო სოლიდარობას აღნიშნავენ იმ იმედით, რომ ერთიანი ძალისხმევით 6,5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი და 7 მილიონზე მეტი დევნილი კვლავ იპოვის მშვიდობას.