“დღეს ამერიკელები პატივს მივაგებთ ყველაზე მამაცთ, მათ ვის გარეშეც ჩვენი ქვეყანა ვერ იქნებოდა თავისუფალთა მიწა”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, ნამდვილი ჯარისკაცი იბრძვის არა იმიტომ, რომ სძულს რაც მის წინაშეა, არამედ იმიტომ, რომ უყვარს რაც მის ზურგს უკანაა.
“მრავალი წლის შემდეგ გ.კ. ჩესტერტონის ეს სიტყვები იგივე სიმძაფრით შეიგრძნობა და გზას უკვალავს ყველას, ვინც თავისუფლების მხარეს დგას”, – ვკითხულობთ აღნიშნულ გვერდზე.