(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს რუსეთის უმსხვილესი ბანკს, Sberbank-სა და კერძო ბანკს, Alfa Bank-ს დაუწესებს. – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
“ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს რუსეთის უმსხვილესი ბანკს, Sberbank-სა და კერძო ბანკს, Alfa Bank-ს დაუწესებს. ჩვენ გავყინავთ ნებისმიერ ანგარიშსა თუ კაპიტალს, რომელსაც ბანკები ამერიკის ტერიტორიაზე ფლობენ. ისინი აქ ფულის გამოყენებასა და ბიზნესის წარმოებას ვერ შეძლებენ. ამასთან ერთად, აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელის მოწერას ვაპირებ, რომელიც 600-ზე მეტ კერძო სექტორს შეეხება და ახალ ინვესტიციას რუსეთში აკრძალავს,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, უმსხვილეს რუსულ ბანკ „სბერბანკს“ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.