(ACCnews) აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.
ბლინკენის განცხადებითვე, აშშ-ის შეფასება ხელმისაწვდომი და დაზვერვის წყაროების ინფორმაციის დეტალურ ანალიზს ეფუძნება.
“დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ის მთავრობა აფასებს, რომ რუსეთის ჯარების წევრებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს ომის დანაშაულების შესახებ ცნობების მონიტორინგს და საჭიროებისამებრ, გაუზიარებს ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.