Sunday, January 29, 2023

ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის – მხარს უჭერს თქვენს გმირულ ბრძოლას – ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ

მთავარი

(ACCnews) ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, უახლოეს მომავალში უკრაინას ეწვევა.

ევროკომისიის პრეზიდენტი “ტვიტერზე” წერს, რომ სატელეფონო საუბროს დროს მან უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას გააგრძელებს.

მეტი:   "საფრთხის ფონზე NATO საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდას განიხილავს"– იენს სტოლტენბერგი

“ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას – ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი:   "უკრაინელი ხალხის სიმამაცე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს" - ჯო ბაიდენი

მისი თქმით, ევროკავშირი მალე დაიწყებს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შეთანხმებული პაკეტიდან თანხების გადარიცხვას ყოველთვიური ტრანშების სახით.

მეტი:   ყალმუხეთი რუსეთიდან გასვლას გეგმავს

“მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას უკრაინაში უახლოეს მომავალში,” – განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img