(ACCnews) “რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში გაეროს მისიას დაესხნენ თავს”, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
„აგრესორი ქვეყანა, რომელმაც პირობა დადო, რომ სროლისგან თავს შეიკავებდა, თავს დაესხა გაეროს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორიხივში ჩაიტანა“, – აცხადებს ალექსანდრე სტარუხი.
სტარუხის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება მართლაც რთულია, რადგან მტერი უკრაინის მოქალაქეებს აიძულებს თანამშრომლობას, მუდმივ ზეწოლას ახდენს და ხალხს საკუთარ მიწებზე არ უშვებს.
“რუსეთი არის “მართლმადიდებელი თალიბანი”, რომელსაც არ ესმის რაიმე წმინდა და უგულებელყოფს ადამიანთა თანაარსებობის ყველა წესს”, – აღნიშნა OVA-ს ხელმძღვანელმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 იანვარს, საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეს გარეუბნებში სარაკეტო იერიში განახორციელეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა.