Wednesday, September 27, 2023

“შეგიძლიათ გარიცხოთ რუსეთი, ან დაიხუროთ” – ასე მიმართა ზელენსკიმ გაეროს

მთავარი

(ACCnews) “უკრაინას აქვს მორალური უფლება, მოითხოვოს უსაფრთხოების სისტემის რეფორმა, ჩვენ ეს დავამტკიცეთ,” – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას გაეროს უშიშროების საბჭოს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ იმოქმედოს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და ამ მიზნით გარიცხონ რუსეთი საკუთარი რიგებიდან.

მეტი:   "დაგვეხმარეთ ახლა, ან გარისკეთ, როგორ გამოცდის პუტინი ნატო-ს მეხუთე პუნქტს მოგვიანებით"- კულება

“უკრაინას აქვს მორალური უფლება, მოითხოვოს უსაფრთხოების სისტემის რეფორმა. ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები გაეროს უშიშროების საბჭოდან უკრაინაში მშვიდობისთვის. თუ არ იცით, როგორ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება – შეგიძლიათ, გააკეთოთ ორი რამ: გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წყარო. რუსეთი არის აგრესორი და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს თავისივე აგრესიაზე. ამის შემდეგ უნდა გააკეთოთ ყველაფერი მშვიდობის დასამყარებლად. გვაჩვენეთ, როგორ დავამყაროთ მშვიდობა. ან, თუ არ არის სხვა გზა, თუ ლაპარაკის გარდა არაფერი შეგიძლიათ, – დაიხურეთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი:   "საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა" - კელი დეგნანი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img