(ACCnews) “ამერიკელი ხალხის სახელით, ჩვენ გამოვყავით ერთი მილიარდი დოლარი მათთვის, ვისზეც მთელ მსოფლიოში ეს კრიზისი მძიმედ აისახება,” – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში გამართულ ბრიფინგი გააკეთა, რომლის მთავარი თემა ჰუმანიტარული კრიზისი იყო.
ამასთან, როგორც ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინელი ხალხის სიმამაცე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.
“ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს უკრაინელი ხალხის სიმამაცე, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა, როცა უყურებ, რომ 30 წლის ახალგაზრდა ქალი შიშველი ხელებით წინ ეღობება ტანკს. ამერიკელი ხალხის სახელით, ჩვენ გამოვყავით ერთი მილიარდი დოლარი მათთვის, ვისზეც მთელ მსოფლიოში ეს კრიზისი მძიმედ აისახება, რადგან უკრაინა და რუსეთი სურსათის მწარმოებელი ქვეყნებია, შესაბამისად, ეს ომი მსოფლიოში საკვების კრიზისის საფრთხესაც ქმნის. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ხორბლის მწარმოებელი მესამე უმსხვილესი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს კანადასთან ერთად, რათა ეს ჰუმანიტარული კრიზისი დავძლიოთ. აშშ-ის ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 30 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.