Friday, March 24, 2023

“ჩვენი მიზანია, უკრაინა შემოუერთდეს ევროკავშირს – ეს შესაძლებელი იქნება, როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით ასე დამოკიდებული რუსეთზე” – ჯოზეფ ბორელი

მთავარი

(ACCnews) ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინაში ომი ახალ ფაზაში შევიდა, რისთვისაც მოკავშირეებმა დახმარება უფრო უნდა გააძლიერონ.

როგორც ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის ურყევი და უკრაინის ბედი მათ მომავალზეც აისახება.

„უკრაინა შეტევაზე გადადის. ომი ახალ ფაზაში შევიდა. უდავოდ, სახიფათო ფაზაა, ვინაიდან საშინელ სცენარში ვართ, რაზეც თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ეს არის კონვენციური ომის სცენარი, ატომური სახელმწიფოს მონაწილეობით, რომელიც ამ მომენტში ჩვეულებრივ სცენარს შორდება და ატომური იარაღის განთავსებით იმუქრება. ეს მართლაც შემაშფოთებელი სცენარია და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება”, – განაცხადა ბორელმა.

მეტი:   "დიდ ყურადღებას მივაქცევთ ბირთვული ტრიადის გაძლიერებას"– ვლადიმერ პუტინი
მეტი:   ავსტრალია უკრაინაში იარაღს, საბრძოლო მასალასა და ჯავშანმანქანებს გააგზავნის

ბორელის თქმით, უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, ხოლო ეს მაშინ იქნება მიღწეული, როცა დასავლეთის ქვეყნები აღარ იქნებიან დამოკიდებული რუსეთზე.

„ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ სიცივე და გაზის მიწოდების შეწყვეტა, მაღალი ფასები და დაბალი ტემპერატურა ძირს გამოუთხრის ჩვენს ნებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება.

მეტი:   "ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ" - ლაშა ტუღუში "ხალხის ძალის" წარდგენილ კანონპროექტზე

ჩვენ ახლა მკაფიო პოლიტიკა გვაქვს უკრაინის მიმართ. ჩვენი ნებაა, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა შემოუერთდეს ევროკავშირს, რაც ამ პოლიტიკის მკაფიო მიზანია. ეს შესაძლებელი იქნება, როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით ასე დამოკიდებული რუსეთზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img