(ACCnews) შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 900 000 სტანდარტული და 4 000 მაღალი სიზუსტის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი უკვე მიაწოდა. მის შესავსებად ამერიკული მარაგებს არსებული წარმოების ტემპით 5-6 წელი დასჭირდება.
ამის შესახებ ნათქვამია იარაღის 100 უმსხვილესი მწარმოებლის შესახებ, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშში.
„2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია იარაღზე მოთხოვნის ზრდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ომის დაწყებიდან დასავლეთის ქვეყნები უკრაინას აწვდიან სამხედრო აღჭურვილობას და ფინანსურ დახმარებას უწევენ. თუმცა, ომი გრძელდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
SIPRI-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ წარმოების გაზრდისა და იარაღის მარაგის შესავსებად ძალისხმევის კოორდინაციას ახორციელებს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფი, აშშ-ს ხელმძღვანელობით, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ ქვეყანას და ორგანიზაციას, რომლებიც დაჰპირდნენ, რომ დახმარება გაუწევენ უკრაინას.
ამრიგად, 2022 წლის ოქტომბრის ბოლოდან აშშ-ს მთავრობამ გააფორმა რამდენიმე კონტრაქტი თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებთან აშშ-ს იარაღის მარაგების შესავსებად. მათ შორის – შეკვეთა Raytheon Technologies-ისგან Stinger-ის სარაკეტო სისტემებისთვის 624 მილიონი დოლარის ოდენობით; 663 მილიონი დოლარის შეკვეთა Lockheed Martin-ისა და Raytheon Technologies-ის ერთობლივი საწარმოსთვის Javelin ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისთვის; 95 მილიონი დოლარის შეკვეთა Lockheed Martin-ის HIMARS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის
„თუმცა, იარაღის წარმოების გაზრდას დრო სჭირდება და შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს. 2022 წლის ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას Javelin-ს 8500 რაკეტა მიაწოდა, რაც ოთხი წლის წარმოების ტოლფასია“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ამის გათვალისწინებით, Javelin-ის ერთობლივი საწარმო Lockheed Martin-სა და Raytheon Technologies-ს შორის გეგმავს გაზარდოს წარმოების მიმდინარე მაჩვენებელი 2100 რაკეტიდან წელიწადში დაახლოებით 4000 რაკეტამდე, მაგრამ წარმოების გაორმაგებას შეიძლება ორი წელი დასჭირდეს.
უკრაინის კიდევ ერთი მთავარი საჭიროებაა საარტილერიო ჭურვები 155 მმ-იანი ჰაუბიცებისთვის.
„2022 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა 900 000-ზე მეტი სტანდარტული და 4000 მაღალი სიზუსტის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი. მიმდინარე წარმოების ტემპით (თვეში 14400 ჭურვი) დასჭირდება ხუთიდან ექვს წლამდე. “ – განაცხადეს SIPRI-ის ანალიტიკოსებმა.
ამის გათვალისწინებით, შეერთებულ შტატებს აქვს გეგმები, მწარმოებლებთან ერთად, „გაზარდოს წარმოების მაჩვენებელი თვეში 36000 საარტილერიო ჭურვამდე, რომელიც უნდა გაიყიდოს მომდევნო სამი წლის განმავლობაში“.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროპაში იარაღის მწარმოებლები ომის გამო სამხედრო ტექნიკაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდას ელიან. მაგალითად, Rheinmetall ელოდება, რომ მისი თავდაცვის განყოფილების შეკვეთები გაიზრდება 100-150%-ით 2021-იდან 2022 წლამდე და კიდევ 30-40%-ით 2023 წელს. ეს პროგნოზი ეფუძნება უკრაინაში გაგზავნილი ჯავშანტექნიკის მარაგის შევსების აუცილებლობას და ასევე გერმანიის გეგმებს გაზრდოს სამხედრო ხარჯები. ასევე, შვედური იარაღის მწარმოებელი Saab პროგნოზირებს შეკვეთების მოცულობის ზრდას გლობალური სამხედრო ხარჯების სავარაუდო ზრდის ფონზე.
ზოგადად, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების იარაღის გაყიდვის ჯამურმა მოცულობამ, რომლებიც აწარმოებენ იარაღს და ახორციელებენ სამხედრო მომსახურებას 2021 წელს, შეადგინა $592 მილიარდი, რაც თითქმის 2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით.