(ACCnews) უკრაინის გენშტაბი განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა.
გენშტაბის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა ხარკოვის, ვოლინის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთს შავი ზღვაში დისლოცირებული ჰყავს შვიდი საბრძოლო ხომალდი. მათ შორის არის ერთი წყალქვეშა ნავი, რომელსაც „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გადააქვს.