(ACCnews) უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
შტაბის მონაცემების მიხედვით, 24 თებერვლიდან 15 აგვისტომდე რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 43 750 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ტანკი – 1 876;
ჯავშანტექნიკა – 4 141;
საარტილერიო სისტემა – 985;
სარაკეტო სისტემა – 261;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136;
თვითმფრინავები – 233;
ვერტმფრენი – 195;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 787;
საკრუიზო რაკეტები – 187;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 044;
გემი/ნავი/კატარღა – 15;
სპეციალური აღჭურვილობა – 92.
რაც შეეხება თავად რუსულ მხარეს, 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.