Saturday, September 23, 2023

თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა

მთავარი

(ACCnews) თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.

მანამდე, დამსწრე საზოგადოებამ უკრაინაში გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ და მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე.

მეტი:   CNN - "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი ჯარისკაცების შესახებ რთული მოლაპარაკებები გრძელდება"

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მაკკეინის ინსტიტუტთან და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტთან ერთად უკვე მეექვსე წელია ვაკეთებთ ამ კონფერენციას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს და ყველა იმ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნების და ერების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის ოკუპაციასა და ზეწოლას განიცდიან. ჩვენი დღევანდელი კონფერენციის თემა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უკრაინას ეძღვნება, მსოფლიომ 2008 წელს ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის ტერორისტული ქვეყანა საქართველოში. ახლა თითოეული ჩვენგანის ვალია, მოვახერხოთ და შევძლოთ უკრაინაში რუსეთის შეჩერება”,- განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

მეტი:   "არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინი ურალის ბინკერში იმალება" - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

პანელური დისკუსიის თემებია: რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია; სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკური შედეგები; არეულობა რეგიონში; ომის გავლენა ევროპის მომავალზე; დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ; საით მიდის საქართველო; საინფორმაციო ომები; რუსეთის შემდგომი ნაბიჯები; ავტორიტარიზმისა და კლეპტოკრატია/ კორუფციის საფრთხეები; შეერთებული შტატები ამ ყველაფერში.

მეტი:   ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 400 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

კონფერენცია “თბილისი რუმსში” იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img