(ACCnews) “ეს არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მსოფლიოს მხარს უჭერს და სჯერა უკრაინის”, – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში 16 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობაზე განცხადებას ავრცელებს.
16 ქვეყანას შორის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც არის.
„ყოველდღიურად სხვა ქვეყნების სულ უფრო მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა ანახლებს მუშაობას კიევში. ეს არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მსოფლიოს მხარს უჭერს და სჯერა უკრაინის. დღეს დედაქალაქში კვლავ მუშაობენ 16 დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატები – ევროკავშირის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, სლოვენიის, ვატიკანის, მოლდოვის, საქართველოსი, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის. მადლობა ჩვენს მეგობრებს მხარდაჭერისთვის!“ – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.