(ACCnews) უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენი კორნიჩუკი, ისრაელის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრს ელი კოენის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების გამო აკრიტიკებს. დიპლომატის კომენტარი The Times of Israel-მა გამოაქვეყნა, იუწყება Ukrinform.
კორნიჩუკის თქმით, ისრაელის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვთან საუბარი მიუთითებს ქვეყნის პოლიტიკის ცვლილებაზე, ვინაიდან იერუსალიმის დიპლომატებს ლავროვთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ არ უსაუბრიათ.
„ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ომის დაწყების შემდეგ არ ჰქონია ურთიერთობა ლავროვთან“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ისრაელის პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით „გაუგებარია“.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიღებთ ბოლო თვეებში ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური დაბომბვის გამო ისრაელის მხრიდან განცხადებებს. ისრაელი უნიკალურია ჩვენი პარტნიორების თვალსაზრისით, მაგრამ ის დუმს“, – განაცხადა ელჩმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ელი კოენმა 2 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყანა გააგრძელებს უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, მაგრამ ნაკლებად ისაუბრებს ომზე.
3 იანვარს კოენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ისრაელის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს იაირ ლაპიდს არ უსაუბრია თავის რუს კოლეგასთან მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.