(ACCnews) უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები აქვს და ის უკრაინაში რუსული ჯარები კვლავ განიცდიან დანაკარგებს.
შტაბის ცნობით, რუსული ჯარების წინსვლა ყველა მიმართულებით შეჩერებულია.
“პერსონალის დაკარგვის კომპენსაციის მიზნით, ყუბანის, პრიმორსკის ტერიტორიის, იაროსლავის რეგიონის და ურალის ფედერალური ოლქის რეგიონების სამხედრო კომისარიატები იღებენ ფარულ სამობილიზაციო ზომებს. თუმცა ამ რეგიონების მოსახლეობას ომში მონაწილეობა არ სურს. ხდება სამსახურიდან თავის არიდების მასობრივი შემთხვევები,”- აცხადებენ შტაბში.
შტაბის ინფორმაციით, მობილიზაცია გრძელდება ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ხერსონში რუსეთის ჯარებმა დაიწყეს სამხედრო ნაწილების შეცვლა ეროვნული გვარდიისა და პოლიციის ნაწილებით.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 26 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.