Saturday, September 23, 2023

“უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები, შეუმჩნეველი ან დაუსჯელი არ დარჩება” – ბორის ჯონსონი

მთავარი

(ACCnews) დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები, შეუმჩნეველი ან დაუსჯელი არ დარჩება.

“უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები, შეუმჩნეველი ან დაუსჯელი არ დარჩება. პუტინი უნდა დამარცხდეს. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმა, ეს არის ომის დანაშაული,” – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მეტი:   აშშ-მა შესაძლოა უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მომზადება მნიშვნელოვნად გააფართოვოს

ამასთან, როგორც ბორის ჯონსონმა ბრიფინგზე განაცხადა, ვლადიმერ  პუტინის ამბიცია ევროპის გაყოფის შესახებ ჩავარდა.

“ევროპა, რომელსაც სულ რაღაც, 6 კვირის წინ ვიცნობდით, აღარ არსებობს. პუტინის შემოჭრა, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების საფუძველს ურტყამს, მაგრამ მისი ამბიცია, ჩვენი გაყოფის შესახებ, აშკარად ჩავარდა. პირიქით, მან მოახერხა ევროპისა და მთელი ტრანსატლანტიკური ალიანსის, ერთმანეთთან მტკიცე სოლიდარობით, უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანება”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მეტი:   კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე: "ეს რაღაცნაირად ეხმაურება „ოცნების" წევრების ნარატივს

შეგახსენებთ, დღეს, დონეცკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რაკეტით დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა.

მეტი:   ვოლოდიმირ ზელენსკი: განვიხილეთ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვითი თანამშრომლობა

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 44 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img