(ACCnews) უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება მილიონობით ადამიანის ბედი, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ “რობერტ კენედის” სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდის წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო ტოტალური ომი ჩვენს წინააღმდეგ. და ეს არის ომი გადარჩენისთვის. ასობით ჩვენი ქალაქი და სოფელი უბრალოდ დაიწვა რუსეთის დარტყმების გამო. ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1888 დასახლების ოკუპაციისგან გათავისუფლება. მაგრამ თითქმის იგივე რაოდენობის უკრაინული ქალაქი და სოფელი რჩება “ოკუპაციაში. და ეს ნიშნავს, რომ ახლა მილიონობით ადამიანის ბედი წყდება უკრაინის ბრძოლის ველზე. მილიონი ადამიანის გადარჩენა შესაძლებელია”, – თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება დატოვოს ერთი ადამიანი რუსულ ოკუპაციაში და რუსეთის ფილტრაციის ბანაკებში, სადაც ათასობით ადამიანი უკვე დაიკარგა, ისევე როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ასობით ათასი უკრაინელი ძალის გამოყენებით იქნა დეპორტირებული.
“ჩვენ შეგვიძლია გავათავისუფლოთ ისინი. ეს არის ჩვენი იმედი. ეს არის თქვენი თანადგომა. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ცხოვრება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხარდაჭერის წყალობით „ერთ დღეს შევძლებთ ვთქვათ: მთელი უკრაინა საბოლოოდ თავისუფალი და დაცულია რუსული ხელყოფისგან“.