Wednesday, September 27, 2023

“გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე” – 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური

მთავარი

(ACCnews) “გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე”  – მარიუპოლში მყოფი 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა სოციალურ ქსელში მსოფლიო ლიდერებს მიმართავს.

„შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ მათ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“- აღნიშნა სერგეი ვოლინამ.

მეტი:   ჯო ბაიდენი: "ყველამ კარგად ვიცით, რა დევს სასწორზე"

ამასთან, 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცების გარდა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები, იმყოფება.

ცნობისათვის,  მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანა გუშინ დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით ნანგრევების ქვეშ “აზოვსტალის” ქარხნის ბუნკერში უამრავი ადამიანია მოყოლილი.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

მეტი:   რუსმა ძალებმა დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს – მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

მარიუპოლი აზოვის ზღვაზე მდებარე საპორტო ქალაქია, რომელსაც თვეზე მეტია რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. ყველაზე მძიმე სურათი მარიუპოლშია, სადაც მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. დაღუპულების ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება. მარიუპოლის მერი და მისი მოადგილე აცხადებენ, რომ ქალაქში არსებული ვითარება გაუსაძლისია და მოქალაქეები გაუწყლოებით იღუპებიან.

მეტი:   "პეტრე პირველი რუსეთის ტერიტორიებს აბრუნებდა, როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება" - ვლადიმერ პუტინი

მარიუპოლი მდებარეობს დონბასის რეგიონში, სადაც მოსკოვის მხარდაჭერილი სეპარატისტები რვა წლის განმავლობაში ებრძვიან უკრაინის სამხედროებს. ქალაქის დაკავება რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულზე  სახმელეთო დერეფანს მისცემს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img