(ACCnews) უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 500 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია მოხდა.
ხოლო, ომის დაწყებიდან დღემდე. გენშტაბის ინფორმაციით 64 300-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განხორციელდა.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2521 ტანკს, 5172 ჯავშანტექნიკას, 1566 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 268 საბრძოლო თვითმფრინავს და 240 ვერტმფრენს, 3944 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1199 უპილოტო საფრენ აპარატს, 142 ერთეულ სპეცტექნიკას, 316 ფრთოსან რაკეტას.