(ACCnews) ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თუ მისი ჯარები გააგრძელებენ ტერიტორიის დაკარგვას, შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს უკრაინაში. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თეთრი სახლიდან და თავდაცვის დეპარტამენტიდან.
გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე აშშ-ს დაზვერვას არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა უკრაინაში ქიმიური თავდასხმის გარდაუვალობაზე. თუმცა, პენტაგონმა შემოდგომით აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა ჯგუფები, რომლებმაც ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს სამოქმედო პროცედურები გააცნეს. ასევე აშშ-მა კიევს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული დაცვის საშუალებები მიაწოდა.
ამ საკითხზე მომუშავე ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მიმართოს ქიმიური იარაღის გამოყენებას, მათ შორის იმ ქიმიური იარაღის, რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის გამოიყენეს.
ოფიციალური პირების ეჭვობენ, რომ რუსეთს შეუძლია ზოგიერთი ქიმიკატი გადაიქცეს აეროზოლად და გამოიყენოს საბრძოლო მასალაში, რათა ზიანი მიაყენოს ადამიანთა დიდ ჯგუფს.