Wednesday, March 29, 2023

“უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ვალია” – საქართველოს პარლამენტის სპიკერი უკრაინაში მიდის

მთავარი

(ACCnews) უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან სატელეფონო საუბარსა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობების მომავალ განვითარებაზე წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილს თქმით, უკრაინელ კოლეგასთან საუბარმა, ყველა უხერხულობისა და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობაში დაარწმუნა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.

ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.

მეტი:   აშშ საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს

დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე. განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.

ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ “იმედის” ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია,“ – წერს შალვა პაპუაშვილი და უკრაინაში ვიზიტისათვის მზაობას ადასტურებს.

მეტი:   "დეპარტამენტის ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები" - მიხეილ სარჯველაძე

„მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით. და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ,“- წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისათვის, იგეგმება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აღნიშნულ დელეგაციაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მოიაზრებოდა. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, გუშინ, „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირადად ესაუბრა შალვა პაპუაშვილს და უკრაინაში მიიწვია.

მეტი:   ტეხასის შტატში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 46 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

„მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ხვალ მექნება სატელეფონო საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას,“- განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img