Wednesday, September 27, 2023

​პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებებზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ

მთავარი

(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი თემა უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ შეთანხმებაა.

როგორც პოდოლიაკიმ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შუალედური ბრიფინგზე განაცხადა, “საკითხების მეორე ნაწილი არის ცეცხლის შეწყვეტა, რათა ყველა ჰუმანიტარული პრობლემა მოგვარდეს.”

მეტი:   "100%-ით რუსული დეზინფორმაციაა": აშშ-ის ელჩი განცხადებას ავრცელებს

“კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სულ უფრო მძაფრდება, არის სიძულვილის ესკალაცია, ომის წესების დარღვევის ესკალაცია და არა მხოლოდ ბრძოლის ველზე – ტელევიზიის ეთერებშიც კი ხანდახან ისმის მოწოდებები ამა თუ იმ ერის განადგურების შესახებ, რაც იწვევს კონფლიქტებს და პატიმართა მიმართ სასტიკ მოპყრობას,”- აცხადებს მიხაილ პოდოლიაკი.

მეტი:   უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 44 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა

ცნობისათვის, სტამბულში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასპინძლობს.

რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 34 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.

მეტი:   ჯო ბაიდენი: "მზად ვარ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულებით"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img