(ACCnews) ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში უკრაინის სწრაფი ინტეგრაციით შესაძლოა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობა რისკს ქვეშ დადგეს. მარკ რუტეს განცხადებას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც მარკ რუტე ამბობს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების დაჩქარება არ არსებობს და თუ ას ამის დაჩქარება მოხდება, ეს პოლიტიკურს გახდის.
„ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი. გაწევრიანების პროცედურების დაჩქარება არ არსებობს. ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენ გაწევრიანების პროცესს პოლიტიკურს გავხდით, ეს კი არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა რუტემ.
რუტეს თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინის პრივილიგირებული როლი იმედგაცრუებას გამოიწვევს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ.
„ასეთი დაჩქარების რისკი იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობა შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს, რადგან არიან ქვეყნები, რომლებსაც ასევე სურთ დაჩქარება: ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი. ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია“, – განაცხადა მარკ რუტე.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინა ორგანიზაციაში დაჩქარებული წესით მიიღონ.