Friday, March 24, 2023

“ეს თუნდაც მცირედი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად” – გიგი უგულავას ახალი ინიციატივა

მთავარი

(ACCnews) თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თანამოაზრე პოლიტიკოსებს ახალი ინიციატივით მიმართავს. უგულავა ოპოზიციონერ კოლეგებს სთავაზობს, ნებისმიერი განცხადების გაკეთება რუსთავის ციხიდან მოხდეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დასრულდეს.

„მეგობრებო, თანამოაზრე პოლიტიკოსებო და ტელევიზიით ხშირად მოსაუბრენო, მინდა ასეთი იდეა (challenge) გაგიზიაროთ: ყოველი სატელევიზიო ჩართვა, პარტიული ბრიფინგი გავმართოთ რუსთავის ციხიდან; ყოველი გამოსვლა, სულ რომ ამინდზე, ტრიგონომეტრიაზე ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს, საუბარი დავიწყოთ და დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. მეტიც თავად ციხის ფონზე საუბარი უკვე მეტყველი გზავნილია -თავისუფლება მიშას,“- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

მეტი:   "მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს"- მიხეილ სააკაშვილი

ქალაქის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ ასეთი მხარდაჭერა დიდი მნიშვნელობის შეიძლება იყოს სააკაშვილის ციხიდან დახსნის საქმეში.

„მესმის, ლოჯისტიკურად შესაძლოა რთულია, მათ შორის ტელევიზიებისთვისაც. სახლიდან, სტუდიიდან გაცილებით მოსახერხებელია საუბარი. დრო, საწვავი და ნერვები ნაკლებად იხარჯება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თუნდაც მცირედი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისა და ივანიშვილის ტყვის მიხეილ სააკაშვილის, დასახსნელად. მნიშვნელოვანია პატიმრის გასამხნევებლად, მნიშვნელოვანია ამ უსამართლო და ისტორიული სირცხვილის ჩამოსარეცხად, მნიშვნელოვანია რომ ეს თემა მუდმივად იყოს დღის წესრიგში, სანამ არ მივაღწევთ მიზანს.

მეტი:   ოლაფ შოლცი: "გერმანია უკრაინას არ მისცემს ისეთ იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაა შესაძლებელი"
მეტი:   ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: "ესაა იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი - ახლა ცდილობენ იმას, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი"

ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ თუ ბევრნი დავნერგავთ ამ ძალისხმევას, მე დარწმუნებული ვარ რომ ის ამაოდ არ ჩაივლის,“- წერს უგულავა.

ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეშვიდე თვეა პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა სააკაშვილს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ედავება. მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img