Thursday, February 2, 2023

“ჰააგაში გამოძიება კი დასრულდა, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის” – თეა წულუკიანი

მთავარი

(ACCnews) “სტრასბურგსა და ჰააგაში არავითარი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეულობით საჯარო მოხელეს მოგვიწია, გვემტკიცებინა სიმართლე, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და არა თავდამსხმელები,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს სამშობლოს წინაშე დანაშაული, როდესაც ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში.

“მას მერე, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის ოქტომბერში, ჩემს ტყავზე, იუსტიციელების ტყავზე, პროკურორების, პოლიციელების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ჯარის, გენშტაბის და ყველა ამ ადამიანის ტყავზე გადაიარა “ნაციონალების” მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში.

ჩვენ გვახსოვს 2008 წელს, როდესაც ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, სადაც ეწერა ფრაზა, რომ ვინმე სააკაშვილმა და მისმა არც თუ ისე პატარა დედამ კი არა, საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომიო, ამ ფრაზას არ შეეწინააღმდეგა არც დავით დარჩიაშვილი, არც გოგა გაბაშვილი, არც ჩიორა თაქთაქიშვილი, არც ახლა ვითომ პროგრესული ტელევიზიიდან რომ გვმოძღვრავს გიორგი თარგამაძე, რომელიც მაშინ “ნაცების” მიერ დანიშნული ოპოზიცია იყო, არც გიორგი კანდელაკი და ა.შ. მათ ერთხმად კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ამ ფრაზას, თურმე ქართველი ჯარისკაცების მიერ ყოფილა აგვისტოს ომი დაწყებული. ამას ემატებოდა ისიც, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში არავითარი მტკიცებულებები არ იყო მოგროვებული და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეულობით საჯარო მოხელეს, რომლებსაც დღეს მადლობას ვუხდი, მოგვიწია, გვემტკიცებინა სიმართლე. მარტივი სიმართლე, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და არა თავდამსხმელები. მაშინ ისინი რეზოლუციას უჭერდნენ მხარს საკუთარი ჯარის წინააღმდეგ. ამ ხუთმა ადამიანმა, რომლებიც “ნაციონალების” ლიდერები იყვნენ, უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს საკუთარი ჯარის, სამშობლოს წინაშე ამგვარი დანაშაული, როდესაც ჩვენი ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, რატომ არ აწარმოებდნენ კვალიფიციურად დავას სტრასბურგსა და ჰააგაში, სადაც ერთგანაც გავიმარჯვეთ ჩვენ და მეორეგანაც ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგად,” – განაცხადა წულუკიანმა.

მეტი:   აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: "არც ერთ ოლიგარქს არ უთამაშია ისეთი როლი, როგორიც ივანიშვილს"
მეტი:   Wizz Air რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლებამ ასევე უნდა გასცეს კითხვას პასუხი, რატომ არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს.

“ასევე, პასუხი უნდა გაგვცენ, რატომ არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს, რატომ არ ჰქონდათ და ამბობდნენ დავკარგეთო, მაგალითად ერთ-ერთი ბრძანება, რომლითაც ჩვენ მარტივად დავამტკიცებდით, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ეს ხომ აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ. ასევე, რატომ გაიტანეს ქვეყნიდან გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დასაბრუნებელი გახდა, რადგან, რუსი სტრასბურგში როდესაც საწინააღმდეგო მხარეს იდგა, დაგვცინოდა, არ ჩამოვარდნილა და ეს ქართველების ფოტოშოპიაო. სად იყო ეს მტკიცებულებები. რატომ არ აწარმოეს დავა, რატომ დაადანაშაულეს საკუთარი ჯარი და სად იყვნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ევალებოდათ სიმართლისთვის ბრძოლა. მინდა, ყველას მოგილოცოთ, რომ ეს სიმართლე დღეს დამტკიცებულია, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ხელში უჭირავთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვა სამხედრო ტყვეები აწამეს და მოკლეს რუსებმა, რომ ოკუპაცია მიმდინარეა. ეს სიტყვაც სანატრელი იყო “ნაცების” დროს, რომ ვინმეს გამოეყენებინა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოა, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ.

მეტი:   ლოიდ ოსტინ: პუტინის შეჭრა არა მხოლოდ თავდასხმაა უკრაინაზე, არამედ ეს არის თავდასხმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე

ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით, გილოცავთ, თუმცა სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოკრძალებითა და სიდინჯით განვაგრძოთ ამ თემებზე საუბარი, ვინაიდან ჰააგაში გამოძიება კი დასრულდა, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის,” –  განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img