შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პირველად მოინახულა ცხვარიჭამიაში მდებარე ზოოლოგიური ცენტრი, სადაც დაობლებულ და ტყვეობიდან დახსნილ ცხოველებზე ზრუნავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“იქ გვითხრეს, რომ დათვებს ძალიან უყვართ გოგრა, ამიტომ ახალშეძენილ მეგობრებს ელჩმა ჰელოუინზე მათი საყვარელი ნუგბარი გაუგზავნა. ამაზე უკეთ ვერ ვიზეიმებდით ამერიკელების საყვარელ დღესასწაულს, რომლის ყველაზე ხშირი სიმბოლოცაა გოგრა”, – ვკითხულობთ გვერდზე.