(ACCnews) “აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ დაურღვევია სოციალური ქსელ „ტვიტერის“ წესები და ის ზეწოლის გამო დაბლოკეს”. – ამის შესახებ მასკმა „ტვიტერში“ დაწერა.
„ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად, „ტვიტერმა“ დაბლოკა ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რომ ისინი თავად აცნობიერებდნენ, მას არ დაურღვევია წესები“, – დაწერა მასკმა.
შეგახსენებთ, აშში-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაბლოკეს. ილონ მასმა „ტვიტერში“ ტრამპის ანგარიში გასულ თვეში აღადგინა, მანამდე აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელის მომხმარებლებში გამოკითხვა ჩაატარა. თუმცა, დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაბრუნებაზე უარი განაცხადა.