(ACCnews) აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომ მისი სახლი ფლორიდაში FBI-მ „დაარბია“და აგენტებმა სეიფი გატეხეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა დაკავშირებული იყო ტრამპის მიერ ოფიციალურ დოკუმენტებთან დაკავშირებულ გამოძიებასთან.
ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.
ტრამპის სამართალდამცავი ძალების დაკვირვების დრამატული ესკალაცია ხდება მაშინ, როდესაც ის ემზადება 2024 წელს შესაძლო მესამე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
თავად ტრამპმა მის რეზიდენციაში ჩატარებულ ჩხრეკას პროკურატურის მხრიდან „არამართლზომიერი“ ქმედება უწოდა.
„ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში“, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ეროვნული არქივის სამმართველომ შეატყობინა კონგრესს, რომ დონალდ ტრამპის სახლში თეთრი სახლის დოკუმენტებით სავსე 15 ყუთი აღმოაჩინა. ზოგიერთი მათგანი საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა.
კანონის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვების შემდეგ ვალდებულია, მისი წერილები, სამუშაო დოკუმენტები და ელექტრონული ფოსტა ეროვნულ არქივს გადასცეს.