Friday, March 24, 2023

“ვფიქრობ, დონალდ ტრამპს სამუდამო ბლოკს მოვხსნიდი, მაგრამ “ტვიტერი” ჯერ არ მეკუთვნის” – ილონ მასკი

მთავარი

(ACCnews) “ტესლას” აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, ის თანახმა იქნებოდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის “ტვიტერზე” სამუდამო შეზღუდვა მოეხსნა, თუმცა დაამატა, რომ სოციალური ქსელი ჯერ არ ეკუთვნის.

“ვფიქრობ, დონალდ ტრამპის დაბლოკვა არასწორი იყო. ეს შეცდომა მგონია… ამით ქვეყნის დიდი ნაწილი გაუცხოვდა და დონალდ ტრამპის ხმის არქონამდე არ მივუყვანივართ. ვფიქრობ, პასუხი ისაა, რომ სამუდამო ბლოკს მოვხსნიდი. Twitter-ი ჯერ არ მეკუთვნის”, – განაცხადა მასკმა ტრამპის Twitter-ზე დაბლოკვასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

მეტი:   ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილი ორი კომპანია საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნო
მეტი:   თეთრი სახლი: "იმის გამო, რომ პუტინს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, "ამაზრზენად“ იქცევა"

8 იანვარს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი მხარდამჭერების მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მოწყობილი თავდასხმის შემდეგ “ტვიტერზე” დაბლოკეს. მაშინ კომპანიამ მიზეზად ტრამპის ტვიტებით ძალადობის შესაძლო გაგრძელება დაასახელა.

სოციალური ქსელის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისა და სოციალური ქსელი Twitter-ის პოტენციური მფლობელი ილონ მასკი გამოეხმაურა და ტრამპის დაბლოკვას  “მორალურად არასწორი” უწოდა.

მეტი:   "ამ რეზოლუციას ჩვენთვის ნულოვანი ფასი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ არასამართლიანი და პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი"– ირაკლი კობახიძე

“ვფიქრობ, დროებითი შეზღუდვა სწორია, თუმცა არა სამუდამო”, – აცხადებდა მასკი დონალდ ტრამპის Twitter-ზე დაბლოკვასთან დაკავშირებით.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img