Friday, March 24, 2023

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს აშშ-მა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა

მთავარი

(ACCnews) აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას თავად ლაშა თორდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ოთხ წლიანი პროცესის ბოლოს მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი! პერსონალური მადლობა ეკა ეგუტიას და ნინია პატარაიას. Ek law office საუკეთესო საადვოკატო კომპანია“, – წერს თორდია სოციალურ ქსელში.

მეტი:   "რუსეთი მზადაა ყირიმიდან გაიქცეს" - მიხაილო პოდოლიაკი

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიამ საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამართლების შემდეგ დატოვა.

მეტი:   NATO: მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან

საქმე ეხება 2017 წლის მაისში რესტორან “ელ ცენტროში” მომხდარ ამბავს. ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძე მას ათობით ადამიანის თვალწინ დაესხა თავს. რადგან იმ პერიოდში აუდიტის სამსახური ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანიასა და თბილისის მერიას შორის გარიგების დეტალებს იკვლევდა.

მეტი:   "საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით იზრდება ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა" - პრემიერი

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი. მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img