Wednesday, June 7, 2023

“ეს არის სასანქციო აგრესია” – ვლადიმერ პუტინი დასავლეთის შეზღუდვებზე

მთავარი

(ACCnews) რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლურ შეზღუდვებს “სასანქციო აგრესია” უწოდა და განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, ადგილობრივი ბიზნესი საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მოქალაქეებმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგები საკუთარ თავზე ვერ იგრძნონ.

მეტი:   "რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში გაეროს მისიას დაესხნენ თავს" - უკრაინული მედია

“ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად და ფასეულად წარმოაჩენს. ამავდროულად, ყველა პატარა და საშუალო ზომის კომპანიებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება და პირდაპირ სასანქციო აგრესიით მიღებული ბარიერის წინაშე აღმოაჩენენ. დიახ, ამას სხვანაირად ვერ ვუწოდებთ – სასანქციო აგრესია. ახლა ჩვენი მთავრობა რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერის მასშტაბურ ზომებზე მუშაობს და უნდა მივაღწიოთ, რომ სოციალური დახმარების მექანიზმებმა შეუფერხებლად იმუშაოს ყველა დონეზე. ვისაუბროთ, მათ შორის პენსიებისა და სოციალური დახმარების დროულად ჩარიცხვაზე, დასაქმების პროგრამების გაფართოებაზე. რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, ახალ რეალობაში სტაბილურად და შეუფერხებლად იმუშაოს,” – განაცხადა პუტინმა.

მეტი:   კიევის სასამართლოს წინაშე ომის დანაშაულში ბრალდებული პირველი რუსი ჯარისკაცი წარდგება
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img