Wednesday, September 27, 2023

“მთელმა მსოფლიომ სიჩუმით გვიპასუხა, როცა ვითხოვდით უკრაინის ცის დაკეტვას” – ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “ვერ ვიჯერებდით, რომ მთელმა მსოფლიომ სიჩუმით გვიპასუხა, როცა ვითხოვდით უკრაინის ცის დაკეტვას,” –  ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონის საშუალებით.

“ეს იყო შოკი. ყოველ ღამე ხორციელდებოდა საჰაერო იერიში და თავდასხმა უკრაინაზე, ძალიან საშიში იყო. ვინ დაგვიდგება გვერდში – ეს არის უდიდესი შეკითხვა, რომელიც ისმის. ერთ დღეს ყველა გაერთიანდა, უკრაინიდან არავინ გაიქცა. უკრაინელები იბრძვიან. ჩვენ გვყავს ყველგან მტერი, ცაში, მიწაზე, წყალში, კიბერსივრცეში. ჩვენ ვიმარჯვებთ. ერთი კვირა გავიდა და ჩვენ შევწყვიტეთ უკვე რაკეტების, ბომბების თვლა.

მეტი:   პუტინის ლიკვიდაცია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, კლანები „ალტერნატიულ აეროდრომს ამზადებენ” - ოლეგ ჟდანოვი

ვერ ვიჯერებდით, რომ მთელმა მსოფლიომ სიჩუმით გვიპასუხა, როცა ვითხოვდით უკრაინის ცის დაკეტვას. ქალაქები ნადგურდებოდა. ერთი თვე გავიდა, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას. ბევრი უკრაინელი შეუიარაღებელიც კი იბრძვის იმისთვის, რომ დაისადგუროს მშვიდობამ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ შეძლოს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება, რომ იყვნენ თავისუფლები, იყვნენ მშვიდობაში და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი:   შს მინისტრის ცნობით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
მეტი:   ჯო ბაიდენი: "ყველამ კარგად ვიცით, რა დევს სასწორზე"

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 32 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img