Saturday, September 23, 2023

“რუსებმა დაწვეს ბევრი ადამიანი ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში, ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან” – ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “რუსებმა დაწვეს ბევრი ადამიანი ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში, მათ დაწვეს ოჯახები – ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ ტელეარხთან  Habertürk-თან ინტერვიუში განაცხადა.

მეტი:   უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

“მათ დაწვეს ბევრი ადამიანი ამ რაიონებში – ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში. მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები. გუშინ ჩვენ ახალი ოჯახი ვიპოვეთ: მამა, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან. ეს ასეა. ისინი წვავენ ცხედრებს, რადგან ეშინიათ,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი:   "მტერმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო"– ზელენსკი

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქალაქი ბუჩა უკრაინულმა არმიამ რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლა. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ უკრაინულმა მხარემ ბუჩაში მშვიდობიანი  მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. საერთაშორისო მედია-სააგენტოების ფოტო-რეპორეპორტაჟებში ჩანს ქუჩებში მიმოფანტული მოკლული ადამიანები. ჟურნალისტების და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით კი ზოგიერთ მოკლულს ხელები შეკრული ჰქონდა.

მეტი:   უკრაინაში კიდევ ერთი რუსი ოფიცერია ლიკვიდირებული
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img