Saturday, September 23, 2023

“ამის მიზეზი პუტინის ომია” – ჯო ბაიდენი აშშ-ში საწვავის ფასების ზრდას რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირებს

მთავარი

(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშირა.

როგორც ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აშშ-ში ერთი გალონი საწვავი საშუალოდ 4.20 დოლარი ღირს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3.30 დოლარი ღირდა.

მეტი:   კელი დეგნანი საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

“ამის მიზეზი პუტინის ომია. ახლა მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი აღარ ყიდულობს რუსულ ნავთობს. მე ავკრძალე რუსული ნავთობის იმპორტი ამერიკაში. “რესპუბლიკელებმა” და “დემოკრატებმა” კონგრესში მხარი დაუჭირეს ამას. ეს სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა, მე მაშინ ვთქვი, რომ ამას თავისი ფასი ექნებოდა. მაშინ, როდესაც რუსული ნავთობი მსოფლიო ბაზრიდან გადის, ნავთობის მიწოდება იკლებს, ხოლო ფასები იზრდება. ეს კი ამერიკელებს ურტყამს,” – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მეტი:   აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
მეტი:   "რუსეთი იმედს კარგავს, დააფრთხოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან – აქედან მოდის საუბარი მესამე მსოფლიო ომის „რეალურ“ საფრთხეზე"– დმიტრო კულება

ინფორმაციისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნავთობისა და ბენზინის ფასების ზრდა გამოიწვია.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img