(ACCnews) “უკრაინა რაღაც მხრივ არაჩვეულებრივი არჩევანია, მათი ცხოვრება ხომ ვლადიმერ პუტინის სამხედრო აგრესიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა,” – ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა უკრაინა წლის ქვეყნად გამოაცხადა.
„ამ წოდებას იღებს ქვეყანა, რომელმაც ბოლო 12 თვეში ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. უკრაინა რაღაც მხრივ არაჩვეულებრივი არჩევანია, მათი ცხოვრება ხომ ვლადიმერ პუტინის სამხედრო აგრესიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა. ბევრი ადამიანი დაიღუპა. ქალაქები დანგრეული და დამწვარია, მილიონობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა, უკრაინის ეკონომიკა მესამედით შემცირდა. უკრაინელები დიდ ხანს ელექტროენერგიის გარეშე ატარებენ. და მაინც უკრაინელებმა კარგად გამოიჩინეს თავი“, – წერს The Economist.